top of page

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

იურიდიული სერვისები

ბიზნეს სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს ბიზნეს სექტორს სრულყოფილ სამართლებრივ წარმომადგენლობას სამეწარმეო და კორპორაციული სამართლის მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვაში, რისკების შემცირებასა და სტაბილურ განვითარებაში.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას, ისე სტრატეგიულ კონსულტაციას, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები სამართლებრივი უსაფრთხოების სრული დაცვით.

ჩვენი კორპორაციული მომსახურება მოიცავს:

  • კომპანიის დაფუძნებას

  • კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებასა და ანალიზს;

  • პარტნიორულ შეთანხმებებს;

  • კონტრაქტების შედგენას, გადახედვასა და სამართლებრივ შეფასებას;

  • შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებსა და შიდა რეგულაციებს;

  • კორპორაციულ და კომერციულ დავებში წარმომადგენლობას;

  • სახელმწიფო ორგანოებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობას;

  • სასამართლოს საქმისწარმოებას;

  • საარბიტრაჟო საქმისწარმოებას;

  • ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას და სხვა;
     

„ნექსის ჯგუფი“ ბიზნესს სთავაზობს არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას,
არამედ პრევენციულ სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც ამცირებს დავების რისკს და ზრდის საქმიანობის ეფექტიანობას. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთჯერადი მომსახურების, ისე გრძელვადიანი იურიდიული
აუთსორსინგის ფორმატით.

ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენი გრძელვადიანი სამართლებრივი პარტნიორი, რომელიც იცავს თქვენს ინტერესებს, იცნობს თქვენი ბიზნესის სპეციფიკას და ხელს უწყობს მის განვითარებას.

2

სამოქალაქო სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის სფეროში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტების ინტერესების დაცვას როგორც ყოველდღიურ სამართლებრივ ურთიერთობებში, ისე რთულ და დავის შემცველ პროცესებში.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ კონსულტაციას, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და სრულ წარმომადგენლობას მოლაპარაკებებისა და სასამართლო წარმოების ფარგლებში. თითოეული საქმე განიხილება ინდივიდუალურად, ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული ანალიზისა და კლიენტის ინტერესებზე მორგებული სტრატეგიის საფუძველზე.

3

ადმინისტრაციული სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისას, მათი
უფლებებისა და კანონიერ ინტერესების დაცვაში.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამართლებრივ კონსულტაციას,
ადმინისტრაციული აქტების სამართლებრივ ანალიზს, საჩივრებისა და განცხადებების მომზადებას, ასევე სრულ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში. თითოეული საქმე განიხილება ინდივიდუალურად, სამართლებრივი საფუძვლებისა და
პრაქტიკის სიღრმისეული შეფასებით.

ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებას

  • ნებართვებისა და ლიცენზიების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს

  • საჯარო რეესტრსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთანურთიერთობას

  • საგადასახადო და საბაჟო დავებს

  • საჯარო სამართლებრივ ხელშეკრულებებს

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ წარმოებას.

  • ადმინისტრაციულ და საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობას.

4

სისხლის სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს კლიენტებს კვალიფიციურ და ეფექტურ სამართლებრივ დახმარებას სისხლის სამართლის სფეროში. ჩვენ უზრუნველვყოფთ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას სისხლისსამართლებრივი დევნის ყველა ეტაპზე - დაწყებული გამოძიებიდან, დასრულებული სასამართლო განხილვით.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ადვოკატის დაუყოვნებლივ ჩართვას საქმეში, სამართლებრივ კონსულტაციას, საქმის მასალების სიღრმისეულ ანალიზს და დაცვითი სტრატეგიის შემუშავებას. თითოეული საქმე განიხილება ინდივიდუალურად, კონფიდენციალობის სრული დაცვითა და კლიენტის ინტერესებზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომით.

სისხლის სამართლის ფარგლებში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის დაცვას ადვოკატის მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში

  • პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას

  • აღკვეთის ღონისძიებების საკითხებს

  • საპროცესო შეთანხმებებს

  • სასამართლო ინსტანციებში წარმომადგენლობას

  • ბიზნესთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებს (ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები)

5

საოჯახო სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს კლიენტებს კვალიფიციურ და კონფიდენციალურ სამართლებრივ დახმარებას საოჯახო სამართლის სფეროში.

ჩვენ გვესმის, რომ საოჯახო დავები დაკავშირებულია არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ემოციურად რთულ საკითხებთან, რის გამოც თითოეულ საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვუდგებით.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე ყველა საკითხში - დაწყებული კონსულტაციით, დასრულებული სასამართლო წარმომადგენლობით. ჩვენი მიზანია კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვა მაქსიმალურად
მშვიდობიანი და ეფექტური გზით.

საოჯახო სამართლის ფარგლებში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ქორწინების შეწყვეტას (განქორწინება);

  • ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;

  • ალიმენტის დაკისრებასა და ცვლილებას განსაზღვრას;

  • არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობისა და საცხოვრებელი ადგილის;

  • მშობლის უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დავებს

  • საოჯახო შეთანხმებების მომზადებას;

  • სასამართლო და მედიაციის პროცესებში წარმომადგენლობას;

 

„ნექსის ჯგუფი“ უზრუნველყოფს სამართლებრივ სიზუსტეს,
კონფიდენციალობასა და კლიენტის ინტერესებზე მაქსიმალურად

ორიენტირებულ მომსახურებას. ჩვენი მიზანია თქვენი უფლებების დაცვა და პროცესის რაც შეიძლება ნაკლები სტრესით გავლა.

6

სახელშეკრულებო სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს კლიენტებს სრულ სამართლებრივ მომსახურებას სახელშეკრულებო სამართლის სფეროში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კონტრაქტების სამართლებრივ დაცვას, რისკების მინიმიზაციას და ყველა ტიპის შეთანხმების ეფექტურ შესრულებას.

ჩვენ ვეხმარებით როგორც ბიზნესს, ისე ფიზიკურ პირებს სამართლებრივი ურთიერთობების სწორად ფორმულირებაში, უზრუნველვყოფთ კონტრაქტების მომზადებას, გადახედვასა და საჭირო სამართლებრივი რეკომენდაციების მიწოდებას. თითოეული შეთანხმება განიხილება ინდივიდუალურად, კლიენტის მიზნებზე და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე
ორიენტირებული სტრატეგიით.

სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • კომერციული და სავაჭრო კონტრაქტების მომზადება, გადახედვა და სამართლებრივი ანალიზი;

  • პარტნიორული, მომსახურებისა და მიწოდების ხელშეკრულებების შედგენა;

  • დასაქმებისა და სამუშაო ხელშეკრულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

  • კონტრაქტების შესრულების კონტროლი და დავების თავიდან აცილება;

  • სამართლებრივი კონსულტაციები პირობების ინტერპრეტაციასთან და ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით;

  • სასამართლო და საარბიტრაჟო წარმოებაში წარმომადგენლობა კონტრაქტულ დავებში;


„ნექსის ჯგუფი“ ორიენტირებულია სამართლებრივი სიზუსტეზე, შედეგზე და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული შეთანხმება იყოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და ოპტიმალურად იცავდეს თქვენს სამართლებრივ ინტერესებს.

7

შრომის სამართალი

იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ სთავაზობს კლიენტებს სრულ სამართლებრივ მომსახურებას შრომის სამართლის სფეროში. ჩვენ ვეხმარებით როგორც კომპანიებს, ისე თანამშრომლებს, რათა შრომითი ურთიერთობები სრულად დაეფუძნოს კანონიერებას, იყოს უსაფრთხო და გამჭვირვალე.
 

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კვალიფიციურ კონსულტაციას, შრომითი დოკუმენტაციის მომზადებას, შიდა რეგულაციების და პოლიტიკის შექმნას, ასევე ეფექტურ წარმომადგენლობას შრომით დავებში. თითოეული საქმე განიხილება ინდივიდუალურად, რისკების მინიმიზაციისა და კლიენტის ინტერესების დაცვით.

შრომის სამართლის ფარგლებში ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, გადახედვა და სამართლებრივი შეფასება;

  • შრომითი კანონმდებლობის კონსულტაცია და შიდა რეგულაციების შემუშავება;

  • თანამშრომლებთან და სამუშაო კოლექტივთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა;

  • სამუშაო პირობების და შრომითი ხელშეკრულების დარღვევის საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა

  • დასაქმების შეწყვეტის, დისკრიმინაციის ან სამსახურიდან გათავისუფლების საქმეები;

  • საკონფლიქტო სიტუაციების მედიაცია და სასამართლოში წარმომადგენლობა;

8

ბანკები და ფინანსები

საბანკო სამართალი საქართველოში რთული და სპეციფიკური სფეროა, რომელიც მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნების შესრულებას. ფინანსურმა ორგანიზაციებმა მკაცრად უნდა დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და შეასრულონ მათზე დაწესებული შეზღუდვები, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონმდებლობის დარღვევა და არასათანადო ხელშეკრულებების დადება.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • ფინანსური და საბანკო ოპერაციების კანონთან შესაბამისობის შეფასებას;

  • დადებული ან მიღებული მომსახურების სამართლებრივ აუდიტს;

  • სამართლებრივი რჩევის მიწოდებას რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.


ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ფინანსური საქმიანობა იყოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და კანონთან სრულად შესაბამისი.

9

ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრება თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ყველა ტიპის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში:
 

  • პატენტები, სასაქონლო ნიშნები და დისკრეციული უფლებების რეგისტრაცია;

  • საავტორო და დაკავშირებული უფლებების დაცვა;

  • კომერციული საიდენტიფიკაციო კონტაქტები და ლიცენზირების შეთანხმებები;

  • დარღვევების გამოვლენა და დაცვა სასამართლოში;

  • სტრატეგიული კონსულტაცია ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და დაცვის საკითხებში.
     

ჩვენი მიზანია, რომ თქვენი ინოვაციები, ბრენდები და ავტორული
ნამუშევრები იყოს დაცული, თქვენი ბიზნესის მდგრადობა და
კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, ხოლო სამართლებრივი რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

10

მემკვიდრეობითი სამართალი

მემკვიდრეობითი სამართალი მოიცავს ქონების გადაცემას გარდაცვალების შემდეგ და ითვალისწინებს სამართლებრივი პროცედურების რთულ და სპეციფიკურ ასპექტებს.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, რათა თქვენი უფლებები და ინტერესები იყოს დაცული:

  • სამკვიდროს გახსნა;

  • მემკვიდრეობის გადაცემის პროცედურების სამართლებრივი მხარდაჭერა;

  • დავების მოგვარება მემკვიდრეობით საკითხებში;

  • სამართლებრივი რჩევა რთულ ან კონფლიქტურ სიტუაციებში.
     

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, კანონის სრული დაცვას და თქვენს სამართლებრივ ინტერესთა მაქსიმალურ უზრუნველყოფას.

11

სასამართლოში წარმომადგენლობა

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კომპლექსურ სამართლებრივ მხარდაჭერას სასამართლოში სხვადასხვა ტიპის დავებში. ჩვენი გუნდი მზად არის დაიცვას თქვენი ინტერესები მაქსიმალურად ეფექტურად, გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • სასამართლოში წარმამდგენლობა სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული საქმეების დროს, სასამართლოს სამივე ინსტანციაში;

  • საკონსულტაციო მხარდაჭერა დავის სტრატეგიის შემუშავებაში;

  • პროცესუალურ დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;

  • მოლაპარაკებების წარმოება მოწინააღმდეგე მხარესთან;

  • სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მხარდაჭერა.
     

ჩვენი გამოცდილება და სტრატეგიული მიდგომა უზრუნველყოფს თქვენს სამართლებრივ ინტერესთა მაქსიმალურ დაცვას ყველა ეტაპზე.

12

ტენდერები და საბაზრო მონაწილეობა

ტენდერებში მონაწილეობა მოითხოვს სერიოზულ სამართლებრივ ცოდნას და რეგულაციების სრულად დაცვას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომპლექსურ მხარდაჭერას ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში;
 

  • ტენდერების პირობების და დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი;

  • მონაწილეთა და მიმწოდებლების სამართლებრივი საჭიროებების უზრუნველყოფა;

  • კონტრაქტების და შეთანხმებების მომზადება ტენდერის ფარგლებში;

  • დავების მოგვარება და კომპლექსური სამართლებრივი კონსულტაცია

  • ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებში;

  • რეგულაციების შესაბამისობის შეფასება, რათა თავიდან იქნას აცილებული სამართლებრივი რისკები.


ჩვენი გამოცდილება გეხმარებათ ტენდერში მონაწილეობის ეფექტურად
ორგანიზებაში, კანონმდებლობის დაცვაში და ბიზნესის ინტერესების სრულად უზრუნველყოფაში.

დაგვიკავშირდით

NEXIS LEGAL LOGO
  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn

579 00 61 52

ლეონიძის ქუჩა N2, თბილისი

 

© 2026 by NEXIS. Powered and secured by Google 

 

bottom of page