იურიდიული კომპანია ნექსის ჯგუფი
თქვენი სამართლებრივი პარტნიორი
იურიდიული კომპანია „ნექსის ჯგუფი“ წლებია წარმატებით ოპერირებს ქართულ სამართლებრივ ბაზარზე. ჩვენი მთავარი ხელწერა პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენ წარმოვადგენთ სანდო საყრდენს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე მსხვილი ბიზნეს სექტორისთვის, უზრუნველვყოფთ რა მათ სრულფასოვან სამართლებრივ მომსახურებას.
ჩვენი იურიდიული კომპანიის სიძლიერე საკუთარ გუნდშია. „ნექსის ჯგუფი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადვოკატებითა და იურისტებით, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენ არ ვჯერდებით მიღწეულს — ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში ეცნობა საკანონმდებლო ცვლილებებს და ნერგავს თანამედროვე სამართლებრივ სტრატეგიებს. ეს გვაძლევს საშუალებას, თითოეულ საქმეს მივუდგეთ ინდივიდუალურად და კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვით.
„ნექსის ჯგუფი“ გთავაზობთ მომსახურებას სამართლის ყველა ძირითად მიმართულებაში:
-
სამოქალაქო და საოჯახო სამართალი: ქონებრივი დავები, მემკვიდრეობა, განქორწინება.
-
სისხლის სამართალი: ინტერესების დაცვა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე.
-
ადმინისტრაციული სამართალი: ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან და დავები.
-
შრომითი სამართალი: შრომითი ხელშეკრულებები და დავების გადაწყვეტა.
-
კორპორაციული და კომერციული სამართალი: ბიზნესის რეგისტრაცია, წესდების მომზადება.
-
სასამართლო და საარბიტრაჟო წარმომადგენლობა.
-
ბიზნესის მხარდაჭერა: ჩვენი კორპორაციული კლიენტებისთვის ვქმნით უსაფრთხო სამართლებრივ გარემოს.
ჩვენ გთავაზობთ სრულ აუთსორსინგს: კომპანიის დაფუძნებიდან და კონტრაქტების ანალიზიდან დაწყებული, რისკების მართვითა და ოპერაციული პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფით დასრულებული.
ჩვენი საადვოკატო ბიუროს მისია
ჩვენი საადვოკატო ბიურო წლებია ერთგულად ემსახურება კლიენტებს და სთავაზობს სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართალში. „ნექსის ჯგუფის“ მისიაა, დაამკვიდროს სამართლიანობისა და მაღალი პროფესიული ეთიკის სტანდარტი.
ჩვენ გვჯერა, რომ დროული და კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ნებისმიერი დავის მოგების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა ვიყოთ თქვენი სანდო პარტნიორები ყოველ ნაბიჯზე და უზრუნველვყოთ თქვენი უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზე.
ჩვენი ადვოკატები

ნათია ხვედელიძე
დამფუძნებელი პარტნიორი. ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ალექსანდრე ნინოშვილი
დამფუძნებელი პარტნიორი. ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო დაადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ანი გობრონიძე
უფროსი იურისტი. სპეციალიზდება სასამართლო დავების, კორპორატიული და სამედიცინო სამართლის მიმართულებით
